სახელმწიფო აუდიტის სამსახურის უფროსს თავს დაესხნენ

2017-05-13 17:11:46

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ხელმძღვანელს თავს დაესხნენ.
ლაშა თოდრიას 12 მაისს თავს დაესხნენ და ამ დროისთვის ტვინის შერყევის დიაგნოზით საავადმყოფოშია მოთავსებული.
როგორც თვითონ ლაშა თორდია აცხადებს, მას ყოფილმა მთავარმა პროკურორმა, ოთარ ფარცხალაძემ და მისი დაცვის წევრებმა სცემეს.
შსს-მ  აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს.