დაავადებათა კონტროლის ცენტრის გაფრთხილება

2017-05-13 16:49:17

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრი მოსახლეობას ტკიპებისგან თავდაცვას ურჩევს
რამდენიმე დღის წინ გამართულ პრესკონფრენციაზე ცენტრის სამეცნიერო ხელმძღვანელმა პაატა იმნაძემ განაცხადა, რომ გადამტანებით გადაცემადი დაავადებების სეზონი იწყება. აღნიშნულ პერიოდში კი აქტიურია ტკიპები.

"მაქსიმალური სიფრთხილეა საჭირო ტკიპებთან მოპყრობისას, ბუნებაში გასვლისას, ძროხების დამუშავებისას. ფერმერები საქონელს ხშირად ტკიპებს ხელით აცლიან. რჩევაა, რომ დაუცველი ხელით ნუ მოაშორებენ ტკიპებს, არის საშუალებები, რომლებიც ეფექტურად იცავენ შინაურ პირუტყვს ტკიპებისგან. არ არის ძვირი საშუალებები” - აღნიშნა პაატა იმნაძემ.

იმნაძის ინფორმაციით,  დაავადების გადამტანი კოღოები ჯერ არ არიან აქტიურები და ცოტა ხანში გამოფრინდებიან.