რა სიტუაციაა არქივის შენობასთან

2017-05-13 14:28:38

ქვემო ქართლის რეგიონული არქივის შენობასთან საძირკვლის გამაგრებისა და სადრენაჟო სისტემის მოწყობის სამუშაოები გასული წლის 10 დეკემბერიდან მიმდინარეობს. აღნიშნული სამუშაოების დასრულება კი 2-3 დღის ვადაში იგეგმება.

საძირკვლის გამაგრების საჭიროება არქივის მიმდებარედ 112–ისა და პრობაციის ბიუროს აშენების შედეგად, გრუნტის წყლების მიმართულების შეიცვალამ და ამ მიზეზით არქივის შენობის გარშემო დაგროვილმა წყალმა განაპირობა.