ქვეწარმავალი სადარბაზოში (ვიდეო)

2017-05-13 12:49:21

ქვეწარმავალი საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში. პრობლემით „ინფო რუსთავს“ 12 მკრ-ის მაცხოვრებლები დაუკავშირდნენ. ადგილობრივები შესაბამისი სამსახურებისგან, სადარბაზოში საჭირო სამუშაოების ჩატარებას ითხოვენ. ადგილობრივებმა გველი, აღნიშნული მკრ-ის სადარბაზოში, გუშინ ღამით ნახეს.

ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში ცხელ ხაზზე დარეკეთ. ჰაერის ტემპერატურის მატებასთან ერთად ქალაქში ქვეწარმავლების რიცხვიც იმატებს. ჰერპეტოლოგებმა ქვეწარმავლების გაუნებელყოფაზე მუშაობა აპრილის თვეში დაიწყეს. სპეციალისტები მაღალ ბალახში და მიტოვებულ სამშენებლო ტერიტორიაზე სიარულისგან თავის შეკავებას გვირჩევენ. ქვეწარმავლის დაფიქსირების შემთხვევაში კი შეგიძლიათ დარეკოთ და გამოიძახოთ ჯგუფი რომელიც მათ გაუნვებელყოფაში დაგეხმარებათ. სამსახური 24 საათის მანძილზე მუშაობს, ცხელი ხაზი დღის საათებში 0341 24 10 44, 0341 29 37 75 ღამის საათებში 0341 22 47 37, 0341 22 00 05. ნახეთ ვიდედო.