შესაძლოა სატვირთო მანქანების ქუჩაში პარკინგი აიკრძალოს

2017-05-12 20:30:17

მოსახლეობის და მძღოლების ნაწილი სატვირთო მანქანების ქუჩებში პარკინგს აპროტესტებს. ადგილობრივებმა პრობლემის გაშუქების მიზნით "ინფო რუსთავს" მიმართეს, ჩვენ ინფორმაცია თვითმმართველობას მივაწოდეთ სადაც განგვიცხადეს რომ ცენტრალურ ქუჩებზე სატვირთო ავტომობილების პარკინგი შესაძლოა აღარ მოხდეს. მერიაში აცხადებენ რომ ეს საპატრულო პოლიციის პრეროგატივაა, თუმცა ეცდებიან მათ თხოვნით მიმართონ და იქ სადაც ვიწრო ქუჩაა და სატვირთო ავტომობილების მძღოლები ავტომობილებს აპარკინგებენ შესაძლოა მანქანების გაჩერება შეიზღუდოს. აღნიშნული პრობლემა არის ფალიაშვილის და კლდიაშვილის ქუჩაზე, ასევე XII მიკრო-რაიონში.