ახალგაზრდებმა კედლები მოხატეს

2017-05-12 18:47:04

მშენებელთა ქუჩასა და №1 მუსიკალური სასწავლებლის კედელზე ახალგაზრდებმა კედლები მოხატეს. „ერასმუს+“-ის პროექტის ფარგლებში კედლის მოხატვაში მონაწილეობა შვედმა, სომეხმა, ბელორუსმა, ჩეხმა, ლატვიელმა და ქართველმა მოხალისეებმა მიიღეს. ახალგაზრდების ნახატები სოციალურ თემატიკას ეხება. პროექტი სახეწოდებით ACTIFFITI რუსთავის ახალგაზრდობისა და განვითარების ცენტრისა და ახალგაზრდული ასოციაცია „დრონის“  ორგანიზებით ჩატარდა.