ჭყონდიდელის მაცხოვრებლები გზის რეაბილიტაციას ითხოვენ

2017-05-12 14:18:21

მშვიდობის ქუჩის მაცხოვრებლები „ინფო რუსთავს“ დახმარების თხოვნით დაუკავშირდნენ. ადგილობრივი ხელისუფლებისგან, გზის რეაბილიტაციას ითხოვენ. მათი თქმით, დაზიანებული გზა პრობლემებს უქმნის როგორც საჭესთან მსხდომებს, ისე ქვეითად მოსიარულეებს. სიტუაცია განსაკუთრებულად მწვავდება წვიმიან ამინდებში.

„ინფო რუსთავი“ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენელს დაუკავშირდა. ინფრასტრუქტურის სამსახურის ინფორმაციით, წელს მშვიდობის ქუჩის რეაბილიტაცია არ იგეგმება.