მტკვრის კალაპოტთან ახლოს ნუ მიხვალთ

2017-05-11 19:51:09

სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭო იმ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებს სადაც მტკვრის კალაპოტია სპეციალურ გაფრთხილებას აძლევს.
კრიზისების მართვის საბჭოში "ინფო რუსთავს" გაუცხადეს რომ - "თურქული მხარიდან შემოვიდა შეტყობინება მტკვრის დონის მატებასთან დაკავშირებით. ყველა შესაბამისი უწყება არის მობილიზებული და გაფრთხილებული. ჩვენ დავუკავშირდით ყველა მუნიციპალიტეტს და შეტყობინება გავუგზავნეთ". გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში აცხადებენ რომ ეს არის ყოველწლიური პროცედურა და მოსალოდნელია წყლის დონის მატება, თუმცა სიტუაცია კონტროლს ექვემდებარება და არანაირი საშიშროება არ არის.