პარკში ტბის გასუფთავება მიმდინარეობს

2017-05-11 13:08:13

რუსთავის ცენტრალურ პარკში, თევზების მეშვეობით, ტბების გაწმენდა ხდება. სპეციალურად ჩამოყვანილი თევზები დღეს, ცენტრალური პარკის დიდი ტბიდან, მცირე ზომის ტბაში გადაიყვნეს. ტბაში სულ სამი სპეციალური ჯიშის თევზი, თეთრი ამური, პრტყელშუბლა და კობრი გაუშვეს. თევზები ტბას წყალმცენარეებისგან ასუფთავებენ.