ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის ფაქტი (ვიდეო)

2017-05-10 18:16:23

1987 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი გ.კ. ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის,  გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ბრალდებით დააკავეს.

სამართალდამცველებმა, დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, 140 აბი „პირალგინი“ ნივთმტკიცებად ამოიღეს, რაც, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ნარკოტიკულ ნივთიერება კოდეინის მარილს შეიცავს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულს ნარკოტიკული ნივთიერების შემცველი პრეპარატი საქართველოში სომხეთის რესპუბლიკიდან უკანონოდ შემოჰქონდა. დაკავებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

გამოძიება ნარკოტიკული ნივთიერების უკანონო შეძენა-შენახვის, გადაზიდვისა და საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.