მშობლები მასწავლებელს შვილის ცემაში ადანაშაულებენ

2017-05-10 16:46:39

მარნეულის მუნიციპალიტის #8 საჯარო სკოლაში, ინგლისურის მასწავლებელმა, VI კლასის მოსწავლეს, ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა.  მარნეულის რესურს ცენტრში აცხადებენ რომ ფაქტთან დაკავშირებით, მშობლებმა, განცხადებით სკოლის დირექციას უკვე მიმართეს. საკითხს უახლოეს მომავალში სკოლაში არსებული კომიტეტი განიხილავს. რესურს ცენტრში აცხადებენ, რომ ფაქტის დადასტურების შემთხვევაში შესაძლოა მასწავლებელი, სამსახურიდან გაათავისუფლონ.  

ინფრმაციას მომხდარის შესახებ მარნეულის ტელევიზია ავრცელებს. დეტლები მუნიციპალიტეტის რესურს ცენტრში, "ინფო რუსთავის" ჟურნალისტმა დააზუსტა.