რა ხდებოდა ღამე კანცელარიასთან (ვიდეო)

2017-05-10 10:38:07

გვიან ღამით პარლამენტის შენობის წინ აუდიტორია 115-ის წევრებმა და პროფკავშირების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს. აქციის მონაწილეები ტყიბულში, მინდელის მაღაროში, შახტის სარემონტო სამუშაოების დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას და მშრომელთა უფლებების დარღვევას აპრორტესტებდნენ. როგორც ცნობილია შახტის სარემონტო სამუშაოებზე 4 მუშა მუშაობდა რა დროსაც დამჭერი ბაგირი გაწყდა და ლიფტი რამდენიმე მეტრი სიღრმის მაღაროში ჩავარდა. პარლამენტის წინ შეკრებილემბა რუსთაველის გამზირის გადაკეტვა სცადეს, თუმცა პოლიციის თანამშრომლებმა აქციის მონაწილეებს ამის საშუალება არ მისცეს, რასაც დაპირისპირება მოჰყვა. პოლიციამ აქციის მონაწილე 3 პირი დააკავა და წინასწარი დაკავების იზოლატორში გადაიყვანა. მოგვიანებით აქციის მონაწლეებმა სახელმწიფო კანცელარიის წინ გადაინაცვლეს, სადაც საღებავის გამოყენებით სამთავრობო შენობის ეზოში „4 მეშახტე“ დაწერეს. მომხდარი ფაქტის გამო პოლიციასა და აქციის მონაწილეებს შორის ურთიერთობა კვლავ დაიძაბა, რაც სიტყვიერი და ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა. ნახეთ ვიდეო.

ტყიბულის შახტიდან ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. სამაშველო სამუშაოები, რომელიც 14 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, დასრულებულია. სამთო მაშველებთან ერთად ტყიბულში მინდელის სახელობის შახტში იმყოფება ჯანდაცვის სამინისტროს ინსპექტირების ჯგუფი. ასევე ადგილზე რჩებიან ეკონომიკისა და ინფრასტრუქტურის მინისტრები.