გასულ წელს სწავლა 11 140-მა მოსწავლემ შეწყვიტა

2017-05-09 16:18:34

გასულ წელს საქართველოს საჯარო სკოლებში სწავლა 11 140-მა მოსწავლემ სხვავადსხვა მიზეზით (მათ შორის გარიცხვის, სტატუსის გაუქმების, დაოჯახების და სხვა მიზეზებით) შეწყვიტა.
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, 2016 წელს საჯარო სკოლებში სწავლა დაოჯახების მიზეზით 299-მა მოსწავლემ შეწყვიტა. ამ მხრივ ყველაზე მეტი შემთხვევა ქვემო ქართლში დაფიქსირდა.  ქვემო ქართლის რეგიონში ნაადრევი ქორწინების გამო სწავლას თავი 90-მა მოსწავლემ დაანება.