"ნატო-საქართველოს სწავლება 2016" იწყება.

2016-11-10 11:20:26

ვაზიანში, IV მექანიზირებულ ბრიგადაში „ნატო-საქართველოს სწავლება 2016“ ოფიციალურად გაიხსნა.  სწავლების დაწყებამდე, პროცესის მნიშვნელობასა და მიზნებზე მედიის წარმომადგენლებს საქართველოს თავდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე ლელა ჩიქოვანი და გენერალური შტაბის უფროსის პირველი მოადგილე, ბრიგადის გენერალი ვლადიმერ ჩაჩიბაია ესაუბრნენ. ალიანსთან თავსებადობაზე გაამახვილეს ყურადღებბა,  ნატოს გაერთიანებული ძალების წვრთნის ცენტრის მეთაურის მოადგილემ, ბრიგადის გენერალმა ლადისლავ იუნგმა და ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ძირითადი ჯგუფის ლიდერმა, პოლკოვნიკმა ტორსტენ კიოლერმა.  

„ნატო საქართველოს სწავლება 2016“ მხარდამჭერ ცენტრ „კრწანისში“, 10-20 ნოემბრის ჩათვლით გაიმართება. სწავლება მიზნად ისახავს, დაგეგმარებაში, კოორდინაციისა და აღსრულებაში მრავალეროვნული ბრიგადის შტაბის წარმომადგენლების უნარ-ჩვევების განვითარებას.