გიორგი კვირიკაშვილი დონალდ ტრამპს შეხვდა

2017-05-08 20:56:10

ამერიკის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ოვალურ კაბინეტში მიიწვია, მანამდე კი გიორგი კვირიკაშვილი თეთრ სახლში ამერიკის შეერთებული შტატების ვიცე-პრეზიდენტს მაიკ პენსს შეხვდა. შეხვედრა დონალდ ტრამპთან რამენიმე წუთის წინ დასრულდა. გიორგი კვირიკაშვილი - "ჩვენ ამერიკის პრეზიდენტისგან მივიღეთ ძალიან მკაფიო გზავნილები საქართველოს სრული მხარდაჭერის შესახებ".