სააგენტოები, რომლებიც გამხდარ მოდელებს გამოიყვანენ დაჯარიმდებიან.

2017-05-06 12:43:27

საფრანგეთში ზედმეტად გამხდარი მოდელების დაქირავება და მათი ფოტოსესიებსა და ჩვენებებზე მონაწილეობა აკრძალეს. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს. აღნიშნული კანონი საფრანგეთში  ჯერ კიდევ 2015 წელს მიიღეს, თუმცა კანონპროექტში ცვლილებები ახლა განხორციელდა. სააგენტოში მისულ მოდელებს ექიმის ცნობის წარდგენა დაევალებათ, სადაც ინფორმაცია მათი ფიზიკური ჯანმრთელობის შესახებ იქნება დატანილი.

საფრანგეთის ჯანდაცვის მინისტრის თქმით, მათი მიზანი კვების გამო ჯანმრთელობის მდგომარეობის დარღვევისა და სილამაზის შესახებ იდეალების წინააღმდეგ ბრძოლაა.

აღნიშნული რეგულაციით, ექიმი გადაწყვეტს, მოდელი ზედმეტად გამხდარია თუ არა.

დამქირავებლების მიერ  კანონს დაარღვევის შემთხვევაში მათ 75 000 ევროს ოდენობის ჯარიმა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაეკისრებათ.

დღესდღეობით საფრანგეთში ანორექსიით დაავადებული 40 000 ადამიანია, მათ შორის კი  90% ქალია.

მსგავსი კანონი საფრანგეთის გარდა, იტალიაში, ესპანეთში და ისრაელშიც მოქმედებს.