ბავშვი სპირალით ხელში დაიბადა (ფოტო)

2017-05-05 11:53:52

აშშ-ში, ალაბამას მაცხოვრებელმა ლუსი ჰელენმა ფეისბუკზე მისი ახალშობილის ფოტო გამოაქვეყნა. ფოტოზე ბავშვს საშვილოსნოს შიგა კონტრაცეფცია ანუ სპირალი უჭირავს ხელში, რომელსაც წესით, ქალი დაორსულებისგან უნდა დაეცვა. ფოტო მალევე გახდა პოპულარული და 1 საათში 100 000-მდე გაზიარება ჰქონდა, რამდენიმე მედია საშუალებამ ფოტო დღის ყველაზე სახალისო ფოტოდ დაასახელა.