საქართველოს პრეზიდენტის დაკავების კადრები (ვიდეო)

2017-05-02 15:06:24

ტელეარხ HBO-ს პოპულარული კომედიური ჟანრის სერიალი Veep-ის მეექვსე სეზონის მესამე ეპიზოდში საქართველოს შესახებაა სცენა.
საქართველოს შესახებ საუბრისას, ფილმის პერსონაჟები ახალ ამბებს ადევნებენ თვალს, ტელეეკრანზე კი „მოამბის“ რეპორტაჟი ჩანს. 
სცენარის მიხედვით, სერიალის მთავარი გმირი, აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტი სელენა მაიერი საქართველოში ოლეგ პეტრაძესთან ერთად მიემგზავრება, რათა ქვეყანას პირველი დამოუკიდებელი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაში დაეხმაროს.  სერიალის მიხედვით, აშშ  ქვეყნის პრეზიდენტობის კანდიდატ ნიკოლოზ გენიძეს უჭერს მხარს, გენიძის მოწამვლას კი ქვეყნის მოქმედი პრეზიდენტი მურმან შალიკაშვილი გეგმავს. ნახეთ ვიდეო