ავტომობილების რომელი ბრენდი, ფერი და მოდელია ყველაზე პოპულარული

2017-04-30 18:19:35

შინაგან საქმეთა სამინისტროს ანალიტიკური დეპარტამენტის საინფორმაციო ცენტრმა 2016  წლის ავტოპარკის სტატისტიკური მონაცემები გამოაქვეყნა. არსებული ინფორმაციით, საქართველოში 1200000 ავტომობილია.

საქართველოში 20 წელზე ძველი მანქანების რაოდენობა 46%-ია, 11-20 წლამდე 45%, 7-10 წლამდე 5,4%, 4-დან 6 წლამდე 2,3%, 1-დან 3 წლამდე 1,3%-ია.

ყველაზე მეტად კი MERCEDES-BENZ-ის და OPEL-ის მარკის ავტომანქანებია გავრცელებული.გარდა ამისა, ქართველი მძოღოლები მსუბუქი ავტომობილების ფერებიდან უპირატესობას ძირითადად რუხ ვერცხლისფერს, თეთრს, შავსა და ლურჯს ანიჭებენ, ქართველი მძღოლები კი ყველაზე ნაკლებად ვარდისფერს, მეწამულსა და ნარინჯისფერ ავტომანქანებს ირჩევენ.

სტატისტიკის მიხედვით საქართველოში ყველაზე გავრცელებული ბრენდების ხუთეული კი ასე გამოიყურება : 1. Mercedes  2. Opel  3. Ford  4. BMW  5. TOYOTA .

2016 წელს ყველაზე მეტად გავრცელებული უცხოური მოდელი კი ისევ Opel Astra, MERCEDES-BENZ E, MERCEDES-BENZ C, OPEL VECTRA და VOLKSWAGEN GOLF-ია.

როგორც პირველადი რეგისტრაციებიდან ირკვევა, კაცები უპირატესობას MERCEDES-BENZ-ის მარკის ავტომანქანებს ანიჭებენ, ხოლო ქალები - TOYOTA-ს. მოდელებიდან კაცებში პირველ ადგილზეა MERCEDES-BENZ E, ხოლო ქალებში ლიდერობს NISSAN TIIDA.

2016 წელს იმპორტირებულ ავტომობლებში მარცხენასაჭიანი მანქანები ლიდერობს(61,1%), მარჯვენასაჭიანი მანქანების იმპორტის წილი კი 38.9 %-ია.

პრემიუმ ბრენდების ყველაზე გავრცელებული ახალი მოდელების რაოდენობა კი შემდეგია: BMW M4 COUP (1ცალი), LEXUS GX 460 (1), LAND ROVER Discovery Sport (1), MERCEDES  MAYBACH (7), POSRCHE 718 Boxter (1), AUDI S8 (1), JAGUAR XF (1), MASERATI GHIBLI DIESEL (1).