სკოლებში არაჯანსაღი საკვების გაყიდვა აიკრძალება.

2017-04-30 14:38:05

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, სკოლებში ჩიფსების, ჟელიბონების, გაზიანი სასმელებისა და სხვა არაჯანსაღი საკვების გაყიდვა იკრძალება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეთოდური რეკომენდაცია შეიმუშავა, რომლის თანახმად, სკოლებში იკრძალება წასახემსებლების (ჩიფსები, ე.წ სუხარიკები, ჟელიბონები), კანფეტების, შოკოლადების, გაზიანი სასმელების (გარდა გაზიანი მინერალური წყლისა) გაყიდვა.

"ჯანსაღი საკვები ყიველდღიურ რეჟიმში დაეხმარება მოსწავლეებს კონცენტრირება მოახდინონ საგაკვეთილო პროცესზე, რაც ხელს შეუწყობს მათ მარტივად აითვისონ სასკოლო მასალა."- აღნიშნულია სამინისტროს განცხადებაში.