„Apple” vs “Pear Technology”

2017-04-29 18:20:14

კომპანია „Apple” მსხლის ფორმის სავაჭრო ნიშნის მქონე ტექნოლოგიურ კომპანიას დაუპირისპირდა. კომპანია „Pear Technology”-ს, რომელიც ციფრულ რუკებს აწარმოებს, მსხლის ფორმის ლოგო 2014 წლიდან აქვს. „Apple”-მა ამ ფაქტზე თითქმის მაშინვე მოახდინა რეაგირება და განაცხადა, რომ კონკურენტი კომპანიის ლოგო ძალიან ჰგავდა ჩაკბეჩილი ვაშლის სილუეტს. „The Cupertino”-ს ინტელექტუალური საკუთრების იურისტებმა საჩივარი შეიტანეს იმის შესახებ, რომ მოუხედავად ვაშლსა და მსხალს შორის განსხვავებისა, ლოგოები სტილით და ფორმებით მაინც მსგავსი იყო.

ვაშლისა და მსხლის ლოგოების მსგავსებით გამოწვეული დაბნეულობა ვერც იმ ფაქტმა გაფანტა, რომ “Pear Technology”-ის აპლიკაციის ლოგოს ქვეშ ამავე კომპანიის სახელწოდების აღმნიშვნელი წარწერაა. სახელწოდება „Pear Technologies” „უნდა შეფასდეს იმ ფაქტის ფონზე, რომ იგივე ისევე აძლიერებს კონკურენტი კომპანიის მსგავს კონცეფციას, როგორც ლოგოს სიმბოლური ელემენტი. “Apple” - ის იურისტების აზრს იზიარებს ევროპის ახალგაზრდული ინტელექტუალური საკუთრების ოფისიც (EUIPO), რომელიც კომპანიებს შორის დავას უძღვებოდა.