ტრაგედიის შემდეგ მაია ასათიანმა პირველი გადაცემა ჩაწერა

2017-04-27 19:15:56

ტრაგედიის შემდეგ მაია ასათიანმა პირველი გადაცემა ჩაწერა. ინფორმაცია ამის შესახებ გადაცემის ფეისბუქ გვერდზე ვრცელდება. ფოტოში ჩანს შოუს წამყვანი მაია ასათიანი სტუდიაში მისულ მაყურებელს ესალმება და გადაცემისთვის ჩასაწერად ემზადება. გადაცემა ეთერში 4 მაისის, ხუთშაბათს ტრადიციულად კურიერის შემდეგ გავა. შეგახსენებთ რომ 23 თებერვალს ცნობილი ტელეწამყვანის 18 წლის შვილი საფრანგეთის კლინიკაში გარდაიცვალა.