საპირფარეშოში საბარათე სისტემა იფუნქციონირებს.

2017-04-27 18:15:55

თბილისის მერიის ინფორმაციით, თბილისის მასშტაბით საზოგადოებრივი საპირფარეშოების მოწყობა პირველ ეტაპზე 30 ადგილზე იგეგმება. საზოგადოებრივი საპირფარეშოები ადაპტარებული უნდა იყოს შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებისთვის, რაც გულისხმობს როგორც ტექნოლოგიურ მოწყობილობას, ისე ფართს. ასევე, საინფორმაციო წარწერებზე გათვალისწინებული უნდა იყოს ბრაილის შრიფტი. თბილისის მერიის ინფორმაციით, საპირფარეშოების ფუნქციონირება ნაღდ ანგარიშსწორებაზე, ან/და „მეტრომანის“ მსგავს სპეციალურ ბარათებზე მოხდება. საზოგადოებრივი რეტერატების გარე ფასადი შეისაძლებელია გამოყენებულ იქნას ჩაშენებული ბანკომატის, გადახდის აპარატის ან სხვა აპარატურის დასამონტაჟებლად.