მარიხუანისა და კანაფის მოხმარებისთვის სასჯელი მსუბუქდება

2017-04-27 16:14:17

პარლამენტმა თითქმის დაასრულა კანონპროექტზე მუშაობა, რომლის მიხედვითაც მარიხუანის მოხმარებაზე დაწესებული სანქციები შემსუბუქდება.

ცვლილებების მიხედვით, მარიხუანის მოხმარების პირველი შემთხვევის დროს აღარ მოხდება სისხლის სამართლის პასუხისმგებლობის დაკისრება. იცვლება კანაფის და მარიხუანის დიდი ოდენობის განსაზღვრება.

კანაფის შემთხვევაში, დიდი ოდენობა, 50 გრამის ნაცვლად, განისაზღვრება 140 გრამის ოდენობით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა, 250 გრამის ნაცვლად - 1000 გრამით. მარიხუანის შემთხვევაში დიდი ოდენობა 50 გრამის ნაცვლად განისაზღვრება 70 გრამით, ხოლო განსაკუთრებით დიდი ოდენობა - 140 გრამის ოდენობით.

ამ ცვლილებასთან დაკავშირებით 2 მაისს თეთრი ხმაურის მოძრაობა რიგით მეორესაყოველთაო შეკრებასგამართავს. წლევანდელი ღონისძიება ნარკოპოლიტიკაში მოსალოდნელ ცვლილებებს მიეძღვნება.