მინისტრმა გარდაბანში დევნილი ოჯახები მოინახულა

2017-04-27 11:38:48

გარდაბნის მუნიციპალიტეტში, დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებს ადგილზე  გაეცნენ ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები. დევნილთა და განსახლების მინისტრი სოზარ სუბარი და ქვემო ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელი კახაბერ გუგეშაშვილი, პროექტის „სოფლად სახლის“ ფარგლებში დევნილებისთვის შესყიდული სახლები მოინახულეს.

სამინისტრომ ქვემო ქართლის რეგიონში კერძო სახლი საკარმიდამო მიწის ნაკვეთით 191 დევნილ ოჯახს შეუსყიდა. „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, დევნილი ოჯახი თავად არჩევს კერძო სახლს მიწის ნაკვეთით საქართველოს ნებისმიერ რეგიონში, კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში კი, სამინისტრო დევნილი ოჯახისთვის აღნიშნულ სახლს შეისყიდის.2013 წლიდან დღემდე, სამინისტრომ „სოფლად სახლის“ პროექტის ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით სახლი 1 366 დევნილ ოჯახს შეუსყიდა.