2018 წლიდან ავტომობილების ტექნიკური დათვალიერება იწყება.

2016-11-08 11:45:38

2018 წლიდან  მანქანების სავალდებულო ტექნიკური დათვალიერების პროცესი დაიწყება. ამი შესახებ ინფორმაცია, რამდენიმე წუთის წინ ეკონომიკის მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა გააჟღერა. „ჩვენი მიზანია ხელი შევუწყოთ ჯანსაღი გარემოს დანერგვას, ცნობილია რომ გარემოს დაბინძურების ძირითადი წყარო ავტოსატრანსპორტო საშუალებების გაუმართაობაა. გარდა ამისა საყურადღებოა ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა. ავტოსაგზაო შემთხვევების ნაწილი სწორედ მანქანაების გაუმართაობაზე მოდის. დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, ტექნიკური ინსპექტირების ცენტრი, საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონში გაიხსნება. „ყველა რეგიონს მოემსახურება ცენტრების საკმარისის რაოდენობა, რათა ინსპექტირების პროცესი შეუფერხებლად წარიმართოს. დაინერგება ავტოსატრანსპორტო საშუალებების პერიოდული ინპექტირების პროცესის ერთ-ერთი ცენტრალიზებული და ავტომატიზირებული სისტემა, რომელიც სრულიად გამორიცხავს შემოწმების პროცესში კორუფციულ გარიგებებს“.