პირველი ქართული თვითმფრინავი

2017-04-26 13:48:13

ტურისტებისთვის, პირველი ქართული თვითმფრინავი მზადდება. თვითმფრინავის შექმნაზე, ქართველი სამრეწველო დიზაინერი ზვიად ციკოლია მუშაობს. ციკოლია აღნიშნული თვითმფრინავის სერიულ წარმოებას გეგმავს. მისი თქმით, რამდენიმე წლის წინ დაწყებული პროექტის განხორციელების იდეა ფინანსების სიმცირის გამო შეფერხდა. ახლა კი, დიზაინერი, ამ წამოწყების ბოლომდე მიყვანას აპირებს. დიზაინერის ინფორმაციით, თვითმფრინავი თანამედროვე მასალების გამოყენებით მზადდება, რომელიც უცხოეთიდან ჩამოდის.თვითმფრინავი ერთადგილიანი, სპორტული და პირადი მოხმარებისაა, ხელსაყრელი იქნება ტურისტებისთვის ახლო მანძილზე საფრენად და მოსახერხებელი - საზღვრებზე პატრულირებისთვის. მან, შესაძლოა, სარეკლამო ფუნქციაც შეითავსოს.ზვიად ციკოლია სამუშაოს დასრულებას და თვითმფრინავის გამოცდას ივნისისთვის გეგმავს. მუშაობის პროცესს დღეს განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში და პარლამენტის წევრი ბექა ნაცვლიშვილი დაესწრნენ.