მამაკაცმა ჯერ შვილი მოკლა და შემდეგ თავი მოიკლა.

2017-04-25 21:37:49

ტაილანდის ერთ–ერთ სასტუმროში 21 წლის მამაკაცმა Facebook Live-ის მიმდინარეობისას ჯერ თავისი მცირეწლოვანი ქალიშვილი მოკლა, შემდეგ კი სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. ფაქტი, მას შემდეგ მოხდა, რაც მამაკაცმა ცოლთან იკამათა. BBC–ის ცნობით, მკვლელობის ამსახველი ფეისბუქ ვიდეო მამაკაცის ნათესავებმა ნახეს და ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს, თუმცა ადგილზე მისულ სამართალდამცავებს მამა–შვილი უკვვე გარდაცვლილი დახვდათ. მკვლელობის ამსახველი ვიდეომასალა სოციალური ქსელებიდან და იუთუბიდან გავრცელებისთანავე წაიშალა. როგორც Facebook-ის წარმომადგენელმა განაცხადა, ფეისბუქზე მსგავსი შინაარსის ვიდეოები არ უნდა არსებობდეს და ისინი აქტიურად მუშაობენ აღნიშნული პრობლემის აღმოფხვრაში. შეგახსენებთ, Facebook live-ში რამდენიმე კვირის წინ ერთმა პირმა მოხუც მამაკაცს ესროლა, ქალაქ კლივლენდში ჩადენილი მკვლელობის კადრები კი სოციალურ ქსელში რამდენიმე დღის განმავლობაში იყო ხელმისაწვდომი.