დაუსრულებელი მშენებლობებისთვის შეღავათები გახანგრძლივდება

2017-04-25 15:14:19

დაუსრულებელი მშენებლობებისთვის დაწესებული საგადასახადო შეღვათები ორი წლით გახანგრძლივდება - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა. კვირიკაშვილის განმარტებით, შეღავათები ხელს შეუწყობს დაუსრულებელი მშენებლობების განახლებას და დაზარალებული მოქალაქეების დაკმაყოფილებას.


პრემიერის თქმით, ყველა  ცვლილება  ბიზნესსექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით შემუშავდა.