თოდრიას ქუჩაზე გზის რეაბილიტაცია მიმდინარეობს. სამუშაოების ფარგლებში შეიცვლება ასფალტის საფარი და მოეწყობა ტროტუარები. სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია, "გზატკეცილი პლიუსი" ახორციელებს. თოდრიის ქუჩის რეაბილიტაციისთვის ადგილობრივი ბიუჯეტიდან 900 000 ლარია გაოყოფილი. გარდა ამისა ქუჩაზე, შესაბამისი სამსახურების მიერ, მოწესრიგდება სასმელი წყლის, საკანალიზაციო და განათების სისტემები. ქუჩის სრული რეაბილიტაცია 5 თვეში დასრულდება.