მაჟორიტარების შენიშვნები ადგილობრივ თვითმმართველობას

2017-04-24 19:34:11

 2016 წლის ბიუჯეტის შესრულებაზე იმსჯელეს დღეს, რუსთავის თვითმმართველობის საკრებულოს დარბაზში. განხილვაში მონაწილეობა მიიღეს, რუსთავის მაჟორიტარმა დეპუტატებმა, გიორგი ბეგაძემ და პაატა მხეიძემ. დეპუტატებმა გასულ წელს, ქალაქში განხორციელებული პროექტები განიხილეს და საკუთარი პოზიციები დააფიქსირეს. მაჟორიტარების განცხადებით, მიმდინარე წელს აუცილებელია ქალაქში სოციალურ, კულტურულ და სპორტულ მიმართულებებს მეტი ყურადღება დაეთმოს. გარდა ამისა გასული წლის ბიუჯეტიდან გარკვეული თანხები არ ათვისდა, რაც პაატა მხეიძის განმარტებით, საყურადღებო და გამოსასწორებელია.