ჩხუბი და ხმაური რუსთავის სამორინეში

2017-04-23 19:31:45

მეგობრობის გამზირზე არსებულ სამორინეს დაცვის სამსახურსა და მომხმარებლებს შორის კამათი ჩხუბში გადაიზარდა. გავრცელებული ინფორმაციით ობიექტზე რამდენიმე მამაკაცი ნასვამ მდგომარეობაში შევიდა. სამორინეს დაცვის სამსახურის მითითებას რომ მათ ობიექტი დაეტოვებინათ მამაკაცები არ დაემორჩილნენ. შელაპარაკება ჯერ კამათში შემდეგ კი ჩხუბში გადაიზარდა, მამაკაცები რომლებიც დაცვის სამსახურმა ობიექტიდან გარეთ გამოიყვანა აცხადებდნენ რომ მათ ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. ადგილზე მობილიზებული იყო დაცვის, საპატრულო და კრიმინალური პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.