ძლიერი ქარისგან მიყენებული ზარალს ითვლიან

2017-04-23 14:11:17

რუსთავის ინფრასტრუქტურის სამსახური ძლიერი ქარისგან მიყენბულ ზარალს ითვლის. მიმდინარეობს ზარალის აღწერა და დასურათება. ინფრასტრუქტურის სამსახურის ხელმძღვანელის, ალეკო ნავროზაშვილის განცხადებით, ცხელ ხაზზე დაფიქსირებული ზარების მიხედვით, ძლიერმა ქარმა, 80-მდე საცხოვრებელ კორპუსს გადახდა სახურავი. ზარების ნაწილი შეეხებოდა ხეების მოგლეჯვას. ინფრასტრუქტურის სამსახურის თანამშრომლები, სიტუაციას ადგილზე 5 დღის განმავლობაში გაეცნობიან და შედეგებს სპეციალურ კომისიას გადასცემენ.ზარალის ოდენობას, შესაბამისი სამუშაობის ჩატარებისთვის სჭირო თანხებსა და ვადებს,  სპოციალური კომისია დაადგენს.