ავარიას 5 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა.

2017-04-23 13:20:37

ქუთაისის ჩქაროსნულ ავტობანზე მომხდარ  ავტოსაგზაო შემთხვევას ხუთი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაღუპულებს შორის არის 7 თვის ორსული ქალბატონი. გავრცელებული ინფორმაციით, ერთმანეთს სამი ავტომობილი შეეჯახა. თავდაპირველად დიდი სიჩქარით მოძრავი მერსედესისა და ჯიპის მარკის ავტომობილები შეეჯახნენ ერთმანეთს, შემდეგ კი ავტომობილებს ტრაილერმა გადაუარა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-7 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.