"რუსთავი" "დინამოს" დაუპირისპირდა.

2017-04-22 19:58:30

„დინამოსა“ და „რუსთავის“ დაპირისპირება 25 ქულიანი სხვაობით, სტუმრების გამარჯვებით დასრულდა. სუპერლიგის 27-ე ტურის შეხვედრას რუსთავის საკალათბურთო დარბაზმა უმასპინძლა. რუსთაველ კალათბურთელებს შორის ყველაზე შედეგიანი რევაზ ჩაჩანიძე აღმოჩნდა, მან გუნდს 18 ქულა მოუტანა. მოწინააღმდეგე გუნდიდან კი 19 ქულით, მიხეილ ბერიშვილი ლიდერობდა. შეხვედრის პირველი ნახევარი რუსთაველი კალათბურთელების უპირატესობით მიმდინარეობდა, თუმცა საბოლოოდ შეხვედრა 71-96 „დინამოს“ გამარჯვებით დასრულდა.

შემდეგი შეხვედრა 26 აპრილს გაიმართება. „რუსთავი“ „კაქტუსს“ დაუპირისპირდება.