საქართველოს ორი მოქალაქე ბირმას აეროპორტში დააკავეს.

2017-04-22 17:53:39

ბირმას აეროპორტში საქართველოს ორი მოქალაქე - 51 წლის მალხაზ ნარმანია და 64 წლის რევაზ ჯანჯღავა დააკავეს, როდესაც ისინი 90 000 ამერიკული დოლარით საზღვრის გადაკვეთას აპირებდნენ. საქართველოს მოქალაქეები ადგილობრივი სავალუტო გაცვლის ჯიხურიდან მოპარულ თანხას საცვლებში მალავდნენ. შემთხვევა პარასკევს, მიანმარის ყველაზე დიდ ქალაქ იანგონში მოხდა. ჯიხურის მფლობელის, ზო ვინის განცხადებით, მძარცველებმა მანამდე წაიღეს თანხა, სანამ მფლობელს 90 000 ამერიკული დოლარის ექვივალენტურ თანხას გადასცემდნენ ადგილობრივ ფულის ერთეულში. ქართველებმა, რომლებიც მიანმარში ტურისტული ვიზით იმყოფებოდნენ, ჯიხურში დატოვეს ქეისი, რომელიც ოფისის მფლობელმა მათ მისცა, თუმცა ქეისის გახსნის შემდეგ აღმოჩნდა, რომ თანხის უმეტესი ნაწილი მოპარული იყო. იანგონის პოლიციის დეპარტამენტმა ოფიციალურ ფეისბუქ გვერდზე განაცხადა, რომ საქართველოს მოქალაქეები შაბათს დააკავეს და ისინი სასამართლოს წინაშე წარსდგებიან.