ბეწვები იმერულ ყველში.

2017-04-21 21:20:56

"ინფო რუსთავს" გვერდის მკითხველმა მიმართა და ვითარებაში გარკვევა სთხოვა. მისი თქმით მან ერთ-ერთ ცენტრალურ ქუჩაზე არსებულ სუპერმარკეტში იმერული ყველი შეიძინა. სახლში მისულმა ყველი დაჭრა და შიგნით ბეწვები აღმოაჩინა. მომხმარებლის თქმით მისი მიზანი არ არის მაღაზიის იმიჯის შელახვა და მხოლოდ იმას ითხოვს რომ ფაქტზე რეაგირება მოახდინონ. "ინფო რუსთავი" მაღაზიის მენეჯერს ესაუბრა რომელმაც განაცხადა რომ - "აუცილებლად მოვახდენთ რეაგირებას და დავიბარებთ იმ დისტრიბუტორს რომელმაც ყველი მაღაზიაში გასაყიდად შემოიტანა. მას მკაცრ გაფრთხილებას მივცემთ და ვეცდებით რომ მომავალში მსგავსი ფაქტი აღარ განმეორდეს". მომხმარებელს კი რომელმაც მაღაზიაში ყველი შეიძინა მაღაზიის მენეჯერი ბოდიშს უხდის.