შეჯიბრი სკოლებს შორის.

2017-04-21 20:23:31

ოჯახში ძალადობის წინააღმდეგ გამართულ კონკურსში გამარჯვება #28 სკოლის მოსწავლეებმა მოიპოვეს. ფინალურ ტურს, რუსთვის გიგა ლორთქიფანიძის სახელობის თეატრმა უმასპინძლა. კონკურსის ფარგლებში, რუსთავის საჯარო სკოლებიდან შერჩეულმა მოსწავლეებმა, აღნიშნულ თემაზე, მოკლემეტრაჟიანი ვიდეორგოლები წარადგინეს.საუკეთესო ვიდეო, სპეციალურმა ჟიურიმ გამოავლინა. ღონისძიებას, სკოლების წარმომადგენლებთან ერთად, ქალაქის მერი დავით ჯიქია და თვითმმართველობის სხვა წარმომადგენლები ესწრებოდნენ.