რუსთაველი ოსტატების ნამუშევრები (ვიდეო).

2017-04-21 18:27:31

რუსთავის ისტორიულ მუზეუმში ცივ იარაღზე მომუშავე რუსთაველი ოსტატების ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. მუზეუმის საგამოფენო სივრცეში ძირითადად ცივი იარაღებია წარმოდგენილი. ძვირფასი ლითონებისგან დამზადებული იარაღებისა და მათი ამსახველი ფოტომასალის ავტორები რუსთავის სამჭედლოს ოსტატები, გელა ხუციშვილი, მურმან რობაქიძე, ლაშა ხუნჩიკაშვილი, არსენ ხუციჭშვილი და გურამ მღებიშვილი არიან. რუსთაველ ოსტატთა ნამუშევრები საგამოფენო სივრცეში 26 აპრილამდე დარჩება. ნახეთ ვიდეო.

https://www.youtube.com/watch?v=O34WNsnoxhk