მაია რაზმაძის პოეზიის საღამო.

2017-04-21 16:40:07

რუსთავის მთავარ ბიბლიოთეკაში, პოეტ მაია რაზმაძის პოეზიის საღამო გაიმართა. პოეტმა შეკრებილ საზოგადოებას, საკუთარი  შემოქმედება კიდევ ერთხელ  გააცნო. ნაყოფიერი შემოქმედებითი მოღვაწეობისთვის, პოეტს მარიკა ბარათაშვილის სახელობსი პრემია გადაეცა. ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლებიც.

პოეზიის საღამო საბიბლიოთეკო კვირეულის ფარგლებში გაიმართა. საბიბლიოთეკო კვირეულთან დაკავშირებით, სხვადსხვა სახის აქტივობები 3 მაისამდე გაგრძელდება.