ავტობანზე სატვირთო ავტომობილი ამოტრიალდა (ფოტო).

2017-04-21 12:27:25

ავტოსაგზაო შემთხვევა რუსთავი-თბილისის მაგისტრალზე დაახლოებით 11:30 საათზე მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით სატვირთო ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, მარცხენა მხარეს გზის ჯებირს დაეჯახა და ამოტრიალდა. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია, ავარიის შედეგად დაშავებულები არ არიან.