რომელ ქუჩებზე გაკეთდება გზა და რომელზე არა.

2017-04-20 21:21:27

კონკრეტულ ქუჩებზე ასფალტის დაგების შესახებ ინფორმაციის მიღებას "ინფო რუსთავს" მკითხველი ხშირად თხოვს. ჩვენ მსგავსი ინფორმაცია არაერთხელ გავავრცელეთ მაგრამ ამ ბოლო დროს გვერდს კიდევ რამდენიმე რუსთაველი დაუკავშირდა და გვთხოვა გაგვეგო ჩაუტარდებოდა თუ არა რეაბილიტაცია: მშვიდობის, გაგარინის, გრანელის, თოდრიას, რუსთაველის, კოსტავას, ბალანჩივაძეს, და დადიანის ქუჩებს. ამ მომენტისთვის გარკვეულია რომ რეაბილიტაცია ჩაუტარდება: თოდრიას, კოსტავას, გომელაურის და მშენებელთა ქუჩებს. საგზაო ინფრასტრუქტურა სავარაუდოდ არ მოწესრიგდება სხვა ქუჩებზე. თვითმმართველობაში აცხადებენ რომ გამოცხადებული ტენდერების შემდეგ გახდება რამდენი იქნება ეკონომია ბიუჯეტში და მას შემდეგ დაიგეგმება სხვა ინფრასტრუქტურული სამუშაოები.