ხეების რამდენი პროცენტი გახმა იაღლუჯის ფერდობზე.

2017-04-20 17:51:46

იაღლუჯის ფერდობზე ნაძვების დარგვიდან ერთი წელი გავიდა. „უზრუნველყოფის“ სამსახურის თანამშრომლებმა ფერდობზე 3 000 ნაძვის ხე დარგეს. სამსახურის ხელმძღვანელის ზაზა კუპატაძის განცხადებით, ერთი წლის განმავლობაში ხეების 70%-მა იხარა. გამხმარ ხეებს კი ტენდერში გამარჯვებული კომპანია, პერიოდულად ახალი ნერგებით ანაცვლებს. ნაძვების საგაზაფხულო მორწყვა მარტიდან განახლდა. ფერდობი, იაღლუჯზე დამონტაჟებული ავზების საშუალებით, დღის განმავლობაში ორჯერ ირწყვება. „უზრუნველყოფის“ სამსახურის ხელმძღვანელის განცხადებით, უახლოეს მომავალში ფერდობზე, წვეთოვანი სარწყავი სისტემის მოწყობა იგეგმება.