თინა ხიდაშელის მიერ შეწყვეტილ გაწვევას ლევან იზორია აღადგენს.

2016-11-07 13:27:49

თავდაცვის მინისტრის ლევან იზიარიას მიერ წარდგენილ 100 დღიან ანგარისში წერია რომ - „მიზანშეწონილად მიგვაჩნია სავალდებულო სამხედრო სამსახურის განახლებული ფორმით აღდგენა. კერძოდ, წვევამდელები გაივლიან სრულფასოვან საწყის მომზადებას და ჩამოყალიბდებიან როგორც სრულყოფილი სამხედრო მოსამსახურეები. სავალდებულო სამხედრო სამსახურში წვევამდელების ანაზღაურება გაიზრდება 50 ლარამდე, ასევე მათ ექნებათ უქმე დღეებით სარგებლობის საშუალება. განახლებული სავალდებულო-სამხედრო სამსახური უზრუნველყოფს ხარჯების ეკონომიურობას, წვევამდელების სისტემით პროფესიული კომპონენტის მხარდაჭერას და მეტი პერსონალის მომზადებას, როგორც რეზერვისთვის, ისე საკონტრაქტო სამხედრო სამსახურისთვის. ამასთან, სავალდებულო სამხედრო სამსახური ხელს შეუწყობს ეთნიკური და რელიგიური უმცირესობების სამოქალაქო ინტეგრაციას“. შეგახსენებთ რომ მიმდინარე წლის 27 ივნისს თინა ხიდაშელმა თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე ყოფნის დროს სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევა შეაჩერა.