საბურავებით, ფეკალური მასით და სხვადასხვა ნარჩენებით ქუჩების დანაგვიანება ისჯება.

2017-04-20 12:26:10

საყოფაცხოვრებო თუ სხვა სახის ნარჩენით გარემოს დაბინძურება კანონით ისჯება. დღეიდან დედაქალაქის ზედამხედველობის სამსახურის ინსპექტორები მოქალაქეებს გარემოს დაბინძურებისთვის დააჯარიმებენ. ინსპექტორები დედაქალაქის მასშტაბით მათზე დაკისრებული უფლებამოსილების ფარგლებში, ფიზიკურ და იურიდულ პირებს „ნარჩენების მართვის კოდექსის“ შესაბამისად დააჯარიმებენ. ნარჩენების მართვის კოდექსის შესაბამისად:

• 2 კგ-მდე მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 80 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 100 ლარით.
• 2 კგ-ზე მეტი მუნიციპალური ნარჩენით გარემოს დანაგვიანება - 150 ლარით, იგივე ქმედება ჩადენილი შენობა-ნაგებობიდან - 500 ლარით.
• ძაღლის ან სხვა შინაური ცხოველის მცირე ოდენობის ფეკალური მასით ტერიტორიის დაბინძურება- 50 ლარით. (პასუხისმგებლობა არ დაეკისრება მეპატრონეს, თუ იგი დაუყონებლივ და სრულად მოასუფთავებს დაბინძურებულ ტერიტორიას).
• ხუთ ერთეულამდე საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 150 ლარით.
• ხუთი ერთეული ან ხუთ ერთეულზე მეტი საბურავით გარემოს დანაგვიანება (ველოსიპედის საბურავის გარდა) - 500 ლარით.
• სახიფათო ნარჩენებით გარემოს დანაგვიანება ან სხვა ქმედება, ჩადენილი ნარჩენების შეგროვების კონტეინერის გარეთ:
ფიზიკური პირი - 400 ლარით.
იურიდიული პირი - 1000 ლარით დაჯარიმდება.