რუსთაველმა მორაგბემ და საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების წევრმა ბექა გორგაძემ მორაგბეთა ფრანგულ გუნდ "ბორდოსთან" კონტრაქტი გააფორმა. 21 წლის სპორტსმენი ახალ გუნდს 2018-2019 წლების სეზონიდან შეუერთდება. ბექა გორგაძე უკვე მესამე წელია, რაც საფრანგეთში თამაშობს. გორგაძემ გასულ წელს 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატში ითამაშა, მიმდინარე წელს კი საქართველოს ნაკრების ძირითად შემადგენლობაშიც შევიდა.