რუსთავის მერია განცხადებას ავრცელებს.

2017-04-19 21:34:01

რუსთავის თვიმმართველობა განცხადებას ავრცელებს - "თოდრიას ქუჩის გზის საფარის სარეაბილიტაციო სამუშაოების მიმდინარეობასთან დაკავშირებით, მიმდინარე წლის 20 აპრილიდან 4-5 დღით, დღის საათებში დროებით გადაიკეტება თოდრიას ქუჩის მონაკვეთი, კლდიაშვილის ქუჩიდან ე.წ. პატარა კლდიაშვილამდე.

გზის დანარჩენ მონაკვეთზე ავტომანქანების მოძრაობა შესაძლებელი იქნება ე.წ. პატარა კლდიაშვილის ქუჩის გავლით".