დატბორილი ეზო XII მკრ-ში

2017-04-19 20:20:50

მე-12 მკრ-ის #1 საცხოვრებელი კორპუსის ეზო ერთი კვირის განმავლობაში დატბორილი იყო. პრობლემის მოგვარების თხოვნით „ინფო რუსთავს“ გვერდის მომხმარებელი დაუკავშირდა. ადგილობრივების განცხადებით, ეზოში საკანალიზაციო სისტემა იყო დაზიანებული.

 „ინფო რუსთავი“ კომპანია რუსთავის წყალს დაუკავშირდა, რის შემდეგაც კომპანიის თანამშრომლები, პრობლემას ადგილზე გაეცნენ. „რუსთავის წყლის“ წარმომადგენლის განცხადებით, შესაბამისი სამუშაოების განხორციელების შემდეგ, საკანალიზაციო სისტემა შეკეთებულია.