საქართველოში ბენზინი 5 თეთრით გაიაფდა.

2017-04-19 17:15:46

საქართველოში საწვავის ფასმა დაიკლო. რუსთავში არსებულ თითქმის ყველა ბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურებზე 1 ლიტრი საწვავი 5 თეთრით გაიაფდა. ფასის დაკლებას ექსპერტები ჯერ კიდევ 1 თვის წინ ვარაუდობდნენ, თუმცა კომპანიებმა საწვავზე ფასი 2 დღეა რაც შეამცირეს. აღსანიშნავია რომ გუშინ, 18 მარტის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუ-იორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი შემცირდა. კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 54,89 (- 0,47) დოლარი/ბარელზე, ნიუ-იორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) - Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა 52,41 (- 0,24) დოლარი/ბარელზე.