დატოვა თუ არა თანამდებობა ქვემო ქართლის გუბერნატორმა.

2017-04-19 16:27:22

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ქვემო ქართლის გუბერნატორმა პაატა ხიზანაშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით „ინფო რუსთავი“ პაატა ხიზანაშვილს პირადად დაუკავშირდა. გუბერნატორის განცხადებით, გავრცელებული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება, თუმცა სამომავლოდ ცვლილებებს არ გამორიცხავს.   „ჯერ-ჯერობით ვმუშაობ, მაგრამ არც ის არ არის პრობლემა რომ წავიდე, აქ მუდმივი არაფერი არ არის, როგორც გადაწყვეტს ჩემი უფროსი ისე მოვიქცევი და გუნდი როგორც გადაწყვეტს“ - აღნიშნა პაატა ხიზანაშვილმა.

შეგახსენებთ, გუბერნატორის გადაყენების შესახებ გადაწყვეტილებას მთავრობა იღებს.